სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო.
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეკრუტირების ცაგერის მუნიციპალური განყოფილების მიერ (ხელმძღვანელი- კაპიტანი გურამ ანდღულაძე), მოხდა წვევამდელების წარდგენა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამედიცინო კომისიაზე.
სამედიცინო დასკვნის შესაბამისად წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.
16 წვევამდელი ცაგერიდან გააცილეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა.
წარმატებებს ვუსურვებთ ლეჩხუმელ ახალგაზრდებს!

სიახლეები