სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენელი თამარ გოგოლაძე მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ამ პროცესის მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, დეზინფორმაციული ნარატივების თავისებურებებზე ისაუბრა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო დამსწრეთ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები- მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.

სიახლეები