სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ,,წითელი ჯვრის'' საზოგადოების მიერ, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთი გაანაწილეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის მოადგილემ-რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილესთან-მარიკა კოპალიანთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ,,წითელი ჯვრის'' საზოგადოების მიერ, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთი გაანაწილეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ,,წითელი ჯვრის" საზოგადოების წარმომადგენლებთან- ანა ჭაბუკიანთან და გიორგი მდივანთან ერთად, ოჯახებში გადასცეს ჰუმანიტარული პაკეტები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს.

სიახლეები