სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური თათბირი

2024 წლის 25 მარტს, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა გეგმიური თათბირი გამართა.

თათბირს თავმჯდომარის მოადგილეებთან და   კომისიის თავმჯდომარეებთან ერთად,  აპარატის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

მიმდინარე კვირის აქტივობების დაგეგმვასთან ერთად, თათბირზე, გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამეს.

მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ, პრობლემებსა და გამოწვევებზე თავმჯდომარის მოადგილეებმა  ისაუბრეს.

უწყების ხელმძღვანელმა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა.

გეგმიურ თათბირს საკრებულოს თავმჯდომარე ყოველ ორშაბათს მართავს.

სიახლეები