სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის 26 მარტს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე კარლო მუშკუდიანი.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის # 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში.