სიახლეები

ამბროლაურში მდგრადი განვითარების ფესტივალი-2019 ჩატარდა

7 ივნისს, ამბროლაურმა მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალს უმასპინძლა.
წლევანდელი ფესტივალის სლოგანი „მდგრადი განვითარება ყველასთვის / Leave No One Behind“, ხოლო მისი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იყო.
ღონისძიების ფარგლებში რაჭას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილე-მზია გიორგობიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე-ზვიად ძიძიგური სტუმრობდნენ.
ფესტივალის მიმდინარეობისას ამბროლაური მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცა- ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდა - სპორტული, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ღონისძიებები, სახალისო სემინარები ტექნოლოგიებში, გამოფენები და საუბრები. დღის ბოლოს ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელშიც გაეროს სხვდასხვა პროექტში მონაწილე ფერმერები მონაწილეობდნენ.
ფესტივალი კონცერტით-ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების მონაწილეობით დასრულდა.

სიახლეები