სიახლეები

მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ქულბაქში ხანძრის შედეგად დაზარალებული ვაჟა კოპალიანის ოჯახი მოინახულა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილესთან-რევაზ ახვლედიანთან ერთად, სოფელ ქულბაქში ხანძრის შედეგად დაზარალებული ვაჟა კოპალიანის ოჯახი მოინახულა.
ოჯახს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან საკვები და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცა.
ვაჟა კოპალიანის ოჯახმა ცაგერის მუნიციპალიტეტისგან დახმარების სახით 10 000 ლარი მიიღო.
ასევე, მიმდინარე წელს, ხანძრისგან დაზარალებულ კიდევ ოთხ ოჯახს მუნიციპალიტეტისგან, კანონით დადგენილი წესით, ზარალის შესაბამისი ფულადი დახმარება გადაეცა.
ვაჟა კოპალიანი ამ დროისთვის დაქირავებულ სახლში ცხოვრობს, საცხოვრებლის ქირას კი ცაგერის მუნიციპალიტეტი უნაზღაურებს.

სიახლეები