სიახლეები
დეხვირის საჯარო სკოლაში პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოს საწინდარია“ ფარგლებში შეძენილი ნაჩენების დასახარისხებელი ფერადი „სეპარატორები“ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა
28 მარტს დეხვირის საჯარო სკოლაში პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოს საწინდარია“ (პროექტის ავტორი და კურატორი ლამზირა ონიანი) ფარგლებში შეძენილი ნაჩენების დასახარისხებელი ფერადი „სეპარატორები“ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა.
პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ქრისტინე ჭაბუკიანი მონიტორინგის სხვა წევრ ახალგაზრდა მასწავლებლებთან ერთად. ნარჩენების დასახარისხებელი ყუთების ტრანსპორტირებაში ჩაერთო კიდევ ერთი ახალგაზრდა მოხალისე პედაგოგი გიგა გოგიძე.
რამდენიმე დღის წინ მაკულატურის შესაგროვებელი ყუთი განთავსდა დეხვირის სკოლის დამეგობრებულ ლასურიაშის სკოლაში. ქაღალდისა და მეორადი ჯინსების შესაგროვებელი ყუთები განთავსდა დეხვირის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე.
ნარჩენების დასახარისხებელი ყუთები განთავსდა ცაგერის რესურს-ცენტრის, საკრებულოს, სარიტუალო დარბაზ „ხვამლის", სარიტუალო დარბაზის „დოღურაშის ხეობა" და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე.
პროექტის მიზანია: ეფექტიანი კომუნიკაციითა და პირადი მაგალითის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციასა და მოხალისეობის შესახებ; ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის მიმართულებით; ნარჩენებისაგან გარემოს დაბინძურების შემცირება; ნარჩენებით გადამამუშავებელი კომპანიების მომარაგება, მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით; მოსწავლეებში შრომითი, კომუნიკაბელური, მოხალისეობრივი, შემოქმედებითი , გარემოზე ზრუნვის უნარების განვითარება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


