სიახლეები
ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ძველი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები
ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ძველი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები.
სასაფლაოს ირგვლივ, მათ შორის, რუსთაველის და ჩიქოვანის ქუჩების მოსაზღვრედ, ეწყობა ქვის ღობე, რომელზედაც განთავსდება თუნუქის და ლითონის კონსტრუქცია.
მიმდინარე სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან, რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად დაათვალიერა.
აქ იმყოფებოდნენ ქუჩის მცხოვრებლები, რომელთათვის ძალზედ მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება144 618 ლარია და მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულდეს.


