სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში- სეპარირებული ნარჩენების მართვის მიმართულებით სამუშაო შეხვედრა შედგა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში- სეპარირებული ნარჩენების მართვის მიმართულებით სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ონლაინ რეჟიმში წარიმართა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგახსენებთ, რომ ჩეხეთის რეპუბლიკის კარიტასი მუშაობს საპროექტო იდეაზე, რომლის მიზანია რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება ნარჩენების მართვის მიმართულებით. საპროექტო იდეა ეფუძნება სეპარირებული ნარჩენების ხარჯ-ეფექტიანად და ორგანიზებულად მართვას.
საპროექტო იდეის მიხედვით, ასევე დაგეგმილია მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებისა და ცოდნის გაძლიერება სლოვაკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხოლო მოსახლეობის ჩართვის მიზნით პროექტის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხრიდან გამოითქვა მზაობა ურთიერთთანამშრომლობის. მოხდება იდეების შეჯერება, რომლის შემდგომაც დაიგეგმება სამუშაო შეხვედრები, რათა საუკეთესო ალტერნატივა შეირჩეს.
სამუშაო შეხვედრაზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილეებთან- ქრისტინა კობახიძესთან, ალუდა თუთისანთან, ბერდია ჩანქსელიანთან და რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსთან- ლევან ცხვედიანთან ერთად იმსჯელა, სეპარირებული ნარჩენების მართვის მიმართულებით, საუკეთესო იდეის შემუშავებაზე.
შეხვედრას, აგრეთვე ესწრებოდნენ ეკატერინე მესხრიკაძე - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დირექტორი;
თამარ შერვაშიძე - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერი;
კახა ბახტაძე - ორგანიზაციის ექსპერტი გარემოსდაცვითი მიმართულებით.


