სიახლეები
სოფელ ორბელში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
	სოფელ ორბელში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
	,,ლაშითავის უბანში" პროექტით გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა საავტომობილო გზაზე.
	ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, სანიაღვრე არხების და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა
	მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებმა-მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
	პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 320 678 ლარი.
	სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
	პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები ფონდიდან ხორციელდება.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      