სიახლეები

სოფელ ისუნდერში ნუნუ მანდარიას საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა

სოფელ ისუნდერში ნუნუ მანდარიას საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას გაეცნენ, პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
მუნიციპალიტეტი ოჯახს კანონით დადგენილო თანხით დაეხმარება, ასევე, აუნაზღაურებს დროებით საცხოვრებელი ბინის ქირას.

სიახლეები