სიახლეები

ჯონოულის ხეობაში საკურას ხეივნის გაშენება დაიწყო.

ჯონოულის ხეობაში საკურას ხეივნის გაშენება დაიწყო.
რამდენიმე თვის წინ ლეჩხუმელმა ლექსო ჩარკვიანმა ამ იდეის შესახებ საზოგადოებას აცნობა, იდეამ დიდი მოწონება და გამოხმაურება ჰპოვა.
დღეს მწარე ბლის ნერგების გაშენება დაიწყო ჯონოულის ხეობაში, ცენტრალურ გზაზე, რაზეც შემდეგში მოხდება საკურას დამყნობა.
ენთუზიაზმით დაწყებულ აქციას ბევრი ადამიანი შემოუერთდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ლეჩხუმიდან, მათ შორის- წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია, სკოლები და სხვადასხვა დაწესებულებები.
ხეივნის გაშენების პირველ ეტაპს შეუერთდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილეები-მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-რეზო ხეცურიანი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
ლექსო ჩარკვიანის საინტერესო იდეის ირგვლივ უამრავი ადამიანი გაერთიანდა. ლეჩხუმში საკურას ხეივნის წარმატებით გაშენება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი კუთხის პოპულარიზაციას და გამშვენიერებას.

სიახლეები