სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში დასრულდა უფასო სასადილოს სარემონტო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში დასრულდა უფასო სასადილოს სარემონტო სამუშაოები.
შენობაში მოეწყო სამზარეულო, სველი წერტილები, განახლებული სასადილო დარბაზი.
სასადილოს განახლებული შენობა დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებმა-მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 21 999 ლარი.
ლაჯანის სასადილო 34 სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს ემსახურება უფასო კვებით.

სიახლეები