სიახლეები

სოფელ ქვედა ცაგერში ,,კულაშის უბანში" მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

სოფელ ქვედა ცაგერში ,,კულაშის უბანში" მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა საავტომობილო გზაზე, ასევე, საყრდენი კედლების, ხიდ-ბოგირის, სანიაღვრე არხების მოწყობა
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებმა-მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილესთან-რეზო ხეცურიანთან ერთად.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 737 998 ლარი.
პროექტი გარდამავალია და მომავალი წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები