სიახლეები

ცაგერის სტადიონზე სერგო უგრეხელიძის სახელობის დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ტურნირი ჩატარდა

ცაგერის სტადიონზე სერგო უგრეხელიძის სახელობის დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ტურნირი ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორი- საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი ზურა შავგულიძე, მხარდამჭერები- ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების, ქუთაისის, წყალტუბოს, ჭიათურის, სენაკის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ჩაქვის 22-მა გუნდმა.
შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ჩვენი რეგიონის გუნდმა ,,ამარანტებმა".
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი.
წარმატებებს ვუსურვებთ ნორჩ მორაგბეებს!

სიახლეები