სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/ა/იპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის" ორგანიზებით საქველმოქმედო, ცენტრის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული აქცია შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/ა/იპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის" (ხელმძღვანელი მარინე სვანიძე) ორგანიზებით საქველმოქმედო, ცენტრის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული აქცია შედგა.
სოფელ ორბელში და ლაჯანაში, აქციის ფარგლებში, ბავშვებს და ზრდასრულ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა-,,ოფთალმიჯის"-ქუთაისის ფილიალის კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებით.
პაციენტებს კლინიკის მკურნალი ექიმი ნინო ზარნაძე და ფილიალის დირექტორი ხათუნა ხუციშვილი უწევდნენ რეკომანდაციებს.
პაციენტებმა სამედიცინო მომსახურებასთან ერთად
ინფორმაცია მიიღეს იმ სიახლეების და შეღავათების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო თანადაფინანსებით ახორციელებს პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის , როცა პაციენტს კატარაქტის ოპერაცია და თვალის ბროლის შეცვლა ესაჭიროება.
მიმდინარე აქციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილე მარიკა კოპალიანი ადგილზე შეუერთდნენ, მადლობა გადაუხადეს კლინიკის მედიკოსებს, ცენტრის თანამშრომლებს აღნიშნული ინიციატივისთვის.
საქველმოქმედო აქციით 110- მდე პაციენტმა ისარგებლა, მათ შორის, 20 ბავშვია.
მსგავსი ტიპის აქცია ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ იგეგმება.

სიახლეები