სიახლეები

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა მამა გიორგი მდივანმა.
9 აპრილის მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს, თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა-რეზო ხეცურიანმა, მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა.
მემორიალთან, საპატიო დერეფანში, საქართველოს დროშებით იდგნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ლეჩხუმის" მოცეკვავეები.

სიახლეები