სიახლეები

ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონული პირველობა ფრენბურთში, გოგონათა გუნდებს შორის

ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში მერიის შესაბამისი სამსახურის და ა(ა)იპ ,,ფრენბურთის კლუბის " ორგანიზებით ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონული პირველობა ფრენბურთში, გოგონათა გუნდებს შორის.
ოლიმპიური სისტემით ჩატარებულ შეჯიბრებაში ასეთი შედეგები დაფიქსირდა: პირველი ადგილი-ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლა, მეორე ადგილი-ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლა, მესამე ადგილი ამბროლაურის N 1 საჯარო სკოლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილეები- მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რეზო ხეცურიანი და გიორგი გუგავა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები