სიახლეები

სოფელ ოყურეშში შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ოყურეშში შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ორ უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა ეწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის განხორციელების ღირებულებაა 165 804 ლარი.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სიახლეები