სიახლეები

ცაგერის საბავშვო მუსიკალურმა სტუდიამ მონაწილეობა მიიღო, ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართულ, კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის შემოქმედებით საღამოში

ცაგერის საბავშვო მუსიკალურმა სტუდიამ მონაწილეობა მიიღო, ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართულ, კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის შემოქმედებით საღამოში სახელწოდებით "სიცოცხლე მარადიულია".
სპეციალურად ამ საღამოსთვის კომპოზიტორმა შექმნა შვიდი AVE MARIA, რომელიც 7თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში დატრიალებულ ტრაგედიას მიუძღვნა.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის გახლდათ ცაგერის მუნიციპალიტეტის ბავშვთა მუსიკალური სტუდია (ხელმძღვანელი იზა ხეცურიანი,კონცერტმეისტერი ნანა გოგოლაძე).
ლეჩხუმელმა ბავშვებმა მუსიკალური ნომერი ოპერის მომღერალთან და სიმებიან კვარტეტთან ერთად შეასრულეს.
ახალმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებისგან.
კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანებს.
აღსანიშნავია, რომ სტუდიის ხელმძღვანელი იზა ხეცურიანი მსგავსი ტიპის კონცერტის ჩატარებას ცაგერშიც გეგმავს,სადაც შვიდივე AVE MARIA-ას ლეჩხუმელი ბავშვები სიმებიან კვარტეტთან და ადგილობრივ სოლისტებთან ერთად შეასრულებენ.

სიახლეები