სიახლეები

ქალაქ ცაგერში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის ,სპორტის სამსახურის და ა(ა)იპ სამხატვრო სკოლის ორგანიზებით (ხელმძღვანელი გია დავითულიანი) ქალაქ ცაგერში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სამხატვრო სკოლაში მოეწყო თემატური გამოფენა, ჩატარდა კონკურსები მოლბერტსა და ასფალტზე ცარცით ხატვაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამხატვრო სკოლის 50-ზე მეტმა ბავშვმა.
სურათების გალერეაში გაიმართა კინოჩვენება.ღონისძიების ბოლოს მონაწილე ბავშვებისათვის საზეიმოდ გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები