სიახლეები

მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან- მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე ინფორმაცია წარმოადგინეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შერჩეული პროექტების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, გაეცნენ სოფლებში არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გასცეს კონკრეტული მითითებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

სიახლეები