სიახლეები

კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი დღე ცაგერის კულტურის სახლში

კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი დღე აჩუქეს საზოგადოებას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ /კალაიჯიშვილმა/ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ. 
11 ივნისს კულტურის ცენტრში მოეწყო შეხვედრა თემაზე - ,,სულიერება და თანამედროვეობა“. 
მეუფემ ჩვეული სიბრძნით ისაუბრა რწმენის, სულიერების, ქრისტიანული ცხოვრების წესის, ლეჩხუმის მომავალი განვითარების, განათლების რეფორმის, თანამედროვეობის წინაშე მდგარი პრობლემების, მოსალოდნელი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. 
ვფიქრობთ,ამგვარი ინტერაქტიული ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან საერო ხელისუფლების, ეკლესიისა და საზოგადოების ერთსულოვნება საწინდარი იქნება სწორად ცხოვრებისა და უდიდესი წმიდანის, მაქსიმე აღმსარებლის, სამკვიდრო ეპარქიის მომავალი განვითარებისა

სიახლეები