სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ა/ა/პ ,,ესთეტიკური აღზრდის ცენტრში" სამუშაო შეხვედრა შედგა
ცაგერის მუნიციპალიტეტის ა/ა/პ ,,ესთეტიკური აღზრდის ცენტრში" სამუშაო შეხვედრა შედგა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად ,,ესთეტიკური აღზრდის ცენტრის" წარმომადგენლებს შეხვდა.
აღნიშნულ ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულო ანსამბლი ,,ლეჩხუმი" უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც ქართული ხალხური ცეკვების შესწავლის მიმართულებით, ასევე, თაობების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ სამუშაო გარემოს, არსებულ ინფრასტრუქტურას, საჭიროებებს და გამოწვევებს.
ანსამბლის ქორეოგრაფებმა ზურაბ, თემურ, ბესარიონ ჩანქსელიანებმა ისაუბრეს ანსამბლის მიერ ახლო მომავალში დაგეგმილ საერთაშორისო საგასტროლო ტურნეებსა და კონკურსებში მონაწილეობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისთვის პრიორიტეტულია სახალხო ანსამბლ ,,ლეჩხუმის" საქმიანობა და ლეჩხუმელ ახალგაზრდებთან ერთად მიღწეული წარმატებები.


