სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში დასრულების პროცესშია სტიქიის შედეგად დაზიანებული საუბნო გზების აღდგენითი სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში დასრულების პროცესშია სტიქიის შედეგად დაზიანებული საუბნო გზების აღდგენითი სამუშაოები.
მოეწყო ქვიშა-ხრეშოვანი საფარი, დამცავი კედელი, სანიაღვრე არხები.
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 184 915 ლარი.
სამუშაოები სტიქიის პრევენციის მიზნით გამოყოფილი თანხით დაფინანსდა