სიახლეები
სოფელ ჭალისთავში დაიწყო ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები
სოფელ ჭალისთავში დაიწყო ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 68 535 ლარი.
სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.