სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ ზედა და ქვედა ლუხვანოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ ზედა და ქვედა ლუხვანოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზაზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების მოწყობა.პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზაზე არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილეები-მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 914 599 ლარი.
პროექტი გარდამავალია და 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები