სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“

საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი 2019 წელს გეგმავს განახორციელოს თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის კვლევა, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივების ანალიზს და მათი გავლენის შეფასებას ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების და მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობაზე.
მუნიციპალიტეტების გენდერული პოლიტიკის კვლევის მიზანია შეფასდეს, თუ რა ღონისძიებები დაიგეგმა და გახორციელდა თვითმმართველი ორგანოების მხრიდან გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით და პასუხობს თუ არა მათ მიერ დაგეგმილი პოლიტიკა იმ საჭიროებებს, რომელიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებულ ქალებს გააჩნიათ.
კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პოლიტიკის შეფასებაზე, თუმცა, ვინაიდან ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მჭიდროდაა დაკავშირებული გენდერული თანასწორობის სხვა ასპექტებთანაც, კვლევა ასევე შეეხება ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, ქალთა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის და სხვა საკითხებს.
თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება ასევე გულისხმობს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებას მუნიციპალიტეტების ორგანოებთან.
ამ ფორმატში, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული დეპარტამენტის წარმომადგენლები ანნა ლობჟანიძე და გვანცა ხარატიშვილი 12 ივნისს ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავჯდომარეს, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გუგავას და საბჭოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ უგრეხელიძეს, მერის მოადგილეს მიხეილ მეშველიანს, ა/აიპ "ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის "ცენტრის ხელმძღვანელს მარინე სვანიძეს და ცენტრის თანამშრომლებს,მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს სხვადასხვა სფეროებიდან.
შეხვედრა იყო ნაყოფიერი და საქმიანი, შეფასდა გატარებული ღონისძიებები და შემდგომში უფრო ეფექტური მუშაობის ღონისძიებებიც განისაზღვრა.

სიახლეები