სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 22 დეკემბერს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის N 28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
  • მუნიციპალიტეტის 2026-2029წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.     

პროექტები განსახილველად გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას. კომისიის სხდომა ჩატარდება 24 დეკემბერს 10:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ .
  • ა(ა)იპ ცაგერის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბ ,,ხვამლის“ გაწეული საქმიანობის შესახებ.

პროექტები განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 25 დეკემბერს 10:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, ქ. ცაგერი, რუსთაველის   ქუჩა, N 69 მდებარე შენობის ( ს/კ 89.03.22.002 ) ფართის ნაწილის, შენობის პირველ სართულზე   მდებარე ერთი ოთახის-საერთო ფართი 30.00 კვ.მ პირდაპირი განკარგვის წესით - უსასყიდლო,,უზუფრუქტი“ ორი წლის ვადით სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ ,,შშმ პირთა დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრზე’’ (ს/ნ44495993) გადაცემის შესახებ.

პროექტი განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 23 დეკემბერს 10:30 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ქალაქ   ცაგერისა და სოფელ ქვედა ცაგერის მოსახლეობის წყლის საფასურის   გადასახადისაგან    ნაწილობრივ გათავისუფლების  შესახებ.
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2026 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების შესახებ.

პროექტები განსახილველად გადაეცა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდა 23 დეკემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.   

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროექტი განსახილველად გადეცა  სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 29 დეკემბერს 10:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2025 წლის 29 დეკემბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2025 წლის 29 დეკემბერს.

 

სიახლეები