სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი მოინახულეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებმა მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 67 128 ლარი.
სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.