სიახლეები

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლეჩხუმი" სომხეთში გაემგზავრა!

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლეჩხუმი" სომხეთში გაემგზავრა!
ანსამბლ ,,ლეჩხუმის" სტუდიის ნორჩი მოცეკვავეები სომხეთში, ქალაქ ერევანში დაგეგმილ საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
ანსამბლის უმცროსი თაობა მაყურებლის წინაშე წარდგება საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, უკრაინის ანსამბლებთან ერთად.
ქორეოგრაფიული ანსამბლი სომხეთში გააცილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებმა-მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილემ მარიკა კოპალიანმა, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებმა.
მშვიდობიან მოგზაურობას, წარმატებებს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებთ ანსამბლ ,,ლეჩხუმის" საგასტროლო ჯგუფს!

სიახლეები