სიახლეები

აგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში

ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო ღონისძიებებს.
აქციის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ ქალბატონებს შეხვდნენ.
ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა და ეპიდემიოლოგმა ნაილი ფუტკარაძემ ვრცლად წარმოადგინეს ინფორმაცია ვაქცინაციასა და მის შედეგებთან დაკავშირებით.
ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.
მიმდინარე წელს, კვირეული 21-27 აპრილს აღინიშნება და ევროპის რეგიონში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (EPI) 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს პროგრამის მიღწევებზე 50 წლის განმავლობაში და იმაზე, თუ როგორ იცავს ვაქცინაცია თაობების ჯანმრთელობას ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან.

სიახლეები