სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან შეხვედრა შედგა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციის დირექტორმა იოსებ გეწაძემ ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევაზე ისაუბრა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, სფეროში არსებულ ზოგად მდგომარეობასა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს ,, ასოცირების შესახებ თანხმობას მონიტორინგი და ადვოკატირების კამპანია ტურიზმის მიმართულებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში".
შეხვედრას ესწრებოდნენ ლეჩხუმელი მეწარმეები და სასტუმროს სფეროში დასაქმებული მოქალაქეები, რომლებმაც თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს.

სიახლეები