სიახლეები
სოფელ ორბელში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ორბელში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
,,ლაშითავის უბანში" პროექტით გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა საავტომობილო გზაზე.
ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 320 678 ლარი.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები ფონდიდან ხორციელდება.


