სიახლეები

ქალაქ თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ცაგერის სახალხო თეატრის საგასტროლო სპექტაკლი შედგა

ქალაქ თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ცაგერის სახალხო თეატრის საგასტროლო სპექტაკლი შედგა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრმა (რეჟისორი- კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე) დედაქალაქის მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი ,,სტუმარ -მასპინძელი", ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით.
სპექტაკლის ძირითადი მონაწილეები გახლდნენ ლეჩხუმელი ახალგაზრდები და ღვაწლმოსილი მსახიობი ნატო სილაგაძე.
ცაგერის თეატრმა დარეჯან საღინაძის ხელმძღვანელებით ამჯერად თბილისის საზოგადოებას აჩუქა დაუვიწყარი სანახაობა, როგორც ყოველთვის, ლეჩხუმელი ახალგაზრდების ნიჭიერებამ კიდევ ერთხელ პოვა აღიარება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
სპექტაკლს მოზარდ მაყურებელთა თეატრში ესწრებოდნენ სახელოვანი და ღვაწლმოსილი ლეჩხუმელები, მათ შორის გახლდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი, მეცენატები, ხელოვანები.
მაყურებელთა შორის გახლდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, თბილისის საზოგადოება, ახალგაზრდები.
წარმატებებს ვუსურვებთ გრიგოლ მდივნის სახელობის ცაგერის სახალხო თეატრს!

სიახლეები