სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საავტომობილო გზაზე ეწყობა არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარი.
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 65 770 ლარი. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით.

სიახლეები