სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკის და ზუბის საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი ,,ეს ქვეყანა ჩემია" განხორციელდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკის და ზუბის საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი ,,ეს ქვეყანა ჩემია" განხორციელდა.
ზუბის საჯარო სკოლამ (დირექტორი ნანული კუხალაშვილი) წარმოადგინა პროექტი სოფლის სახელოვანი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.
ღონისძიება გახსნა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ. ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი ასახავდა სოფელ ზუბის ისტორიის უმნიშვნელოვანეს დეტალებს- სოფლის ისტორიული ადგილების, სახელოვანი ადამიანების და სოფელში კარგად განვითარებული დარგის-მევენახეობის შესახებ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია მშობლიურ სოფელზე.
მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
აღნიშნული პროექტი, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში გაგრძელდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე და მერიის განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


