სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
ცაგერის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილეებთან- ქრისტინა კობახიძესთან, ალუდა თუთისანთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სააღდგომო საჩუქრები გადასცა ლაჯანის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, აგრეთვე გაეცნო იქ არსებულ პირობებს და სასადილოს დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ლაჯანის უფასო სასადილოს სარემონტო სამუშაოების განხორციელების შედეგად შენობაში მოეწყო სამზარეულო, სველი წერტილები და განახლებული სასადილო დარბაზი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 21 999 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა წინასააღდგომოდ ცაგერის უფასო სასადილოს ბენეფიციარებიც მოინახულეს.
ორივე სასადილო 103 სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს უფასო კვებით ემსახურება.


