სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს

12 ივნისს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფ.საირმისა და სოფ.ლაცორიას
საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
რწმუნებულმა პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო ასევე, ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ პრობლემურ და მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები რეგიონის პირველი პირისგან მოესმინათ.
რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

სიახლეები