სიახლეები

13 ივნისს ფოლკლორული საღამო სლოგანით ,,ლექსი,სიმღერა და ფანდური" გაიმართა

13 ივნისს ცაგერის კულტურის ცენტრის ფოლკლორის რესპუბლიკური ფესტივალის და ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის ,,მხოლოდ ქართული ხალხური" ფარგლებში/პროექტის ავტორი ლელა ლომთაძე,ხელმძღვანელები მარინა ბურჯალიანი,ციური ახვლედიანი/ გაიმართა ფოლკლორული საღამო სლოგანით ,,ლექსი,სიმღერა და ფანდური".
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შესარჩევი ტურების პირველი ეტაპის გამარჯვებული სკოლების ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.საღამო გაალამაზეს ცნობილმა პოეტებმა გურამ გორდეზიანმა და ენდი ნემსწვერიძემ,ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლეჩხუმმა",ტრისტან გუგავასა და მთვარისა ახვლედიანის წაკითხულიმა ლექსებმა,ასევე,საპატიო სტუმარმა,საზოგადოება ,,ლეჩხუმი-2018" თავმჯდომარემ რობერტ გოლეთიანიმა.
ჟიურის გადაწყვეტილებით/ავთანდილ უგრეხელიძე-მუნიციპალიტეტის მერი,ნანა გოგოლაძე-საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე,ზაზა ყურაშვილი-ფოლკლორისტი,ირაკლი სილაგაძე-საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი,მარინა ბურჯალიანი-სკოლამდელი და სკოლისგარეშე სამსახურის დირექტორი/.
პირველი ადგილი დაიკავა და ფულადი პრიზი 300 ლარი გადაეცა ანსამბლს ,,ღიღინი"/ხელმძღვანელები- რუსუდან ყურაშვილი და მზია ცხადაია/,ასევე,პირველ ადგილზე გასულ ორ სოლო-შემსრულებელს-ანდრო ხაბულიანს და გიორგი ფრუიძეს-100 ლარი თითოეულს.ჟიურის სიმპათიის პრიზი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მარიკა კოპალიანმა გადასცა თამარ ჩარკვიანს.ხალხური საკრავების მოყვარულთა პრიზი რობერტ გოლეთიანისაგან გადაეცა ქვედა ცაგერის ანსამბლს.პროექტში ორიგინალური მონაწილეობისათვის გენდერული თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა სვანიძემ პრიზი გადასცა ჩხუტელის საჯარო სკოლის გუნდს.პრიზი საუკეთესო დუეტს ძმებ ჭაბუკიანებს გადაეცა მარინა ბურჯალიანისაგან.საუკეთესო შემსრულებლის პრიზი ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის მამუკა ჩიქოვანისაგან გადაეცა ლასურიაშის საჯარო სკოლის გუნდს.
პროექტის ოთხმოცდაათივე მონაწილე ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის გურამ გორდეზიანისაგან დაჯილდოვდა მისივე ლექსების კრებულით.
მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით პროექტი კვლავ გრძელდება.შემოდგომის სეზონისათვის გაიზრდება ახალგაზრდების ჩართულობისა და მომზადების ხარისხი.პრიექტი უმასპინძლებს აგრეთვე ლენტეხის,ონის და ამბროლაურის წარმომადგენლებს

სიახლეები