სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ჯეოექსპერტის" წარმომადგენლებს შეხვდა, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წელს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი,
აგრეთვე, იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს პროექტების განხორციელების ვადების და ხარისხის მონიტორინგზე.

სიახლეები