სიახლეები
ცაგერის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა მედიააპროექტ ,,ეტალონის" მუნიციპალური გუნდური ჩემპიონატი
ცაგერის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა მედიააპროექტ ,,ეტალონის" მუნიციპალური გუნდური ჩემპიონატი.
ღონისძიებაში ,რომელსაც უძღვებოდა ,,ეტალონის" წამყვანი და პროექტის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი, მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თოთხმეტმა გუნდმა, რომლებიც დაკომპლექტებული იყო მეექვსე-მეშვიდე კლასების მოსწავლეებით.
საინტერესო პაექრობაში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა პირველი ადგილი-ბარდნალის საჯარო სკოლა, მეორე ადგილი- ცაგერის საჯარო სკოლა, მესამე ადგილი-ზუბის საჯარო სკოლა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ ,,ეტალონის" შესაბამისი ხარისხის სიგელები.
მედიაპროექტი ეტალონი ქვეყანაში მომქმედი ყველაზე მასობრივი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლე- ახალგაზრდობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, მერიის განათლების, კულტურის ,სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი, ადგილობრივი თვითმართველობის და განათლების სფეროს წარმომადგენლები.