სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები
	ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.
	,,მწვანე თეატრი“ გახლავთ ამფითეატრი ბუნებაში, სადაც შესაძლებელია კონცერტების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება ,ასევე, ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ლოკაციაა ლეჩხუმში.
	ამჟამად მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის: სცენის, ლითონის ვიტრაჟების,საგრიმიორო ოთახების. ასევე, ეწყობა საჩრდილობელი სივრცე,რაც სიახლეა და მზიან ამინდშიც შეუქმნის მაყურებელს კომფორტულ გარემოს.
	მიმდინარეობს სველი წერტილების, არსებული ბილიკების, წყალმომარაგების სისტემის განახლება.შესასვლელში მოეწყობა ლითონის ახალი დეკორატიული ჭიშკარი.
	სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
	პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 357 797 ლარია.სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
	სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                       
                        
                      