სიახლეები
17 მაისი ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეა!
17 მაისი ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეა!
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით,
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო საკათედრო ტაძარში აღევლინა პარაკლისი, საიდანაც მრევლმა მსვლელობით გადაინაცვლა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში.
პარაკლისი აღევლინა მურის კლდე-კარშიც.
მსვლელობაში მონაწილეობდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, ქორეოგრაფიული ანსამბლები-,,ლეჩხუმი და ახალი თაობა", ფოლკლორული ანსამბლი ,,სალაღობო", ხელოვანები, ლეჩხუმის საზოგადოება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო თითოეულ ოჯახს ულოცავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, უსურვებს მათ სიმტკიცეს, ერთობას და სიყვარულს.ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია.


