სიახლეები
დღეს ,,ბოლო ზარია", მეთორმეტე კლასელთათვის სკოლაში სწავლის დასრულების ბოლო დღე, ლამაზი, სიმბოლური დატვირთვით,დღე -დაუვიწყარი
დღეს ,,ბოლო ზარია", მეთორმეტე კლასელთათვის სკოლაში სწავლის დასრულების ბოლო დღე, ლამაზი, სიმბოლური დატვირთვით,დღე -დაუვიწყარი.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა ,,ბოლო ზარის" ღონისძიებებს ქალაქ ცაგერის და ქვედა ცაგერის და ორბელის საჯარო სკოლებში დაესწრნენ და პირადად მიულოცეს ახალგაზრდებს სკოლის დამთვრება.
,,მთელი გულით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დღევანდელ დღეს! თქვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და როგორც სჩვევია ლეჩხუმელ თაობებს, გვჯერა, კვლავ გვასახელებთ თქვენი განათლებით, აღზრდით, პასუხისმგებლობით!
ვულოცავ ჩვენს საუკეთესო პედაგოგებს, მშობლებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!
უფალი გფარავდეთ ცხოვრების გრძელ და ლამაზ გზაზე!"-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა.
ვულოცავთ თითოეულ მეთორმეტე კლასელს სკოლის დამთავრებას!


