სიახლეები

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში, მუზეუმების დღესთან დაკავშირებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნა

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში, მუზეუმების დღესთან დაკავშირებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნა.
დამთვალიერებელისთვის საგამოფენო სივრცეში განთავსებული გახლდათ:
2016 წელს ცხეთა-დეხვირში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამარხის მასალები,
2007-2023 წლებში ,,ხვამლსა’’ და ,,გონზე’’, 2015-2018 წლებში ცხეთა-დეხვირში არქეოლოგიური ექსპედიციის გათხრების შედეგად, აღმოჩენილი მასალები,
შეცვლილი გეოლოგიური სტენდების კონცეფცია და საგამოფენო დარბაზის განახლებული დიზაინი.
გამოფენა გახსნა ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნატო ზაქარიაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები- გიორგი გუგავა, მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები