სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ქალაქ ცაგერში, ლადო ასათიანის სახელობის სკვერში და სკვერის მიმდებარედ გაიმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ქალაქ ცაგერში, ლადო ასათიანის სახელობის სკვერში და სკვერის მიმდებარედ გაიმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
11:00 მასობრივი სპორტული ღონისძიებები- მასობრივი გარბენი.
12:30 აბსოლუტური პირველობა მკლავჭიდში, შეჯიბრებები სიმძიმეების აწევაში, ელვისებურ ჭადრაკში,შაშში, ბაგირის გადაძალვაში.
13:00 ლადო ასათიანის სკვერში სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
20:00 საზეიმო კონცერტი - კულტურის ცენტრში ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით: ქორეოგრაფიული ანსაბლი ,,ლეჩხუმი", ქორეოგრაფიული ანსაბლი ,,ახალი თაობა’’, ფოლკლორული ანსაბლი ,, სალაღობო," ქალთა ვოკალური ანსაბლი ,, მერდინი", ინდივიდუალური შემსრულებლები: გულნაზ გოლეთიანი, ნათია მიქაძე, ლია სტეფანოვა, ანდრია ხაბულიანი, საბა მურცხვალაძე, თეკლა ახვლედიანი.

სიახლეები