სიახლეები

14 ივნისს ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში მუსიკალური პროექტი ,,მე-20 საუკუნის კინომუსიკა" განხორციელდა

14 ივნისს ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგის იზა ხეცურიანის ხელმძღვანელობით მუსიკალური პროექტი ,,მე-20 საუკუნის კინომუსიკა" განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია.განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელი მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს, მერის მოადგილეს მიხეილ მეშველიანს, მშობელს გიორგი გუგავას,კულტურის ცენტრის დირექტორს დარეჯან საღინაძეს,ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორს დავით ცვარიანს,ახალგაზრდული ცენტრის დირექტორს მამუკა ჩიქოვანს.
ღონისზიებაზე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდნენ კომპოზიტორი ,საჯარო სკოლების მუსიკის სახელმძღვანელოების ავტორი მაია ოთიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,მუსიკალური შეხვედრების ავტორი და წამყვანი ,მუსიკათმცოდნე ნია ბახტაძე,პოეტი და კომპოზიტორი ნუკრი კარკაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ცაგერის საჯარო სკოლის 55 მოსწავლე. ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები,რომელიც მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.
იზა ხეცურიანს მუსიკის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცა საქართველოს ქალთა საბჭოს საპატიო სიგელი.სიგელი გადასცა ქალთა საბჭოს წარმომადგენელმა ცაგერში,მომღერალმა გულნაზ გოლეთიანმა.

სიახლეები