სიახლეები

ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ძველი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები

ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ძველი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები.
სასაფლაოს ირგვლივ, მათ შორის, რუსთაველის და ჩიქოვანის ქუჩების მოსაზღვრედ, ეწყობა ქვის ღობე, რომელზედაც განთავსდება თუნუქის და ლითონის კონსტრუქცია.
მიმდინარე სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდებარე ქუჩების მოსახლეობისთვის.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება144 618 ლარია და მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

სიახლეები